Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოიუბ ტიტიევი საგამოძიებო იზოლატორიდან არღუნის კოლონია-დასახლებაში გადაიყვანეს


ოიუბ ტიტიევი
ოიუბ ტიტიევი

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნური განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი 5 აპრილს საგამოძიებო იზოლატორიდან არღუნის კოლონია-დასახლებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ოთხშაბათს გააკეთა განცხადება „მემორიალმა“. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ მომავალ კვირაში მოახერხებენ თავიანთი კოლეგის მონახულებას. ჯერჯერობით პატიმარი კარანტინში იმყოფება.

„მემორიალის“ წარმომადგენელმა ოლეგ ორლოვმა აღნიშნა, რომ კოლონია-დასახლებაში, სადაც ტიტიევი იმყოფება, მისი მონახულება შეეძლებათ ნათესავებსა და კოლეგებს, მაგრამ დაწესებულებაში უფრო თავისუფალი რეჟიმის გამო არსებობს პროვოკაციის საფრთხე.

18 მარტს შალის საქალაქო სასამართლომ ოიუბ ტიტიევს მიუსაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა კოლონია-დასახლებაში. უფლებადამცველს ნარკოტიკების შენახვაში ედება ბრალი. ტიტიევმა განაცხადა, რომ არ გაასაჩივრებს სასჯელს. ეს მას საშუალებას მისცემს, მაისში მოითხოვოს ვადამდე პირობით გათავისუფლება.

ოიუბ ტიტიევი 2018 წლის იანვარში დააპატიმრეს. გამოძიების თანახმად, მას მანქანაში მარიხუანა უპოვეს. ტიტიევი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG