Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეკ შეფერდმა საქართველო დატოვა


10 აპრილს ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის ექსტრადიცია თბილისის დროით 7:20-ზე განხორციელდა. მან ქვეყანა სამოქალაქო რეისით დატოვა, თუმცა ბადრაგის თანხლებით. პატიმარი აეროპორტში იზოლირებული შესასვლელიდან შეიყვანეს.

ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის შესახებ დადგენილებას ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 8 აპრილს მოაწერა. მისი ექსტრადიცია კი ორი დღის შემდეგ მოხდა.

26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო დიდი ბრიტანეთისთვის შეფერდის გადაცემა. ის ექსტრადიციას დათანხმდა და გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის წინა შუამდგომლობისას, მან საქართველოს ციხეში დარჩენა არჩია.

შეფერდს სამშობლოში ბრალი ედება შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობაში. განაჩენის გამოტანის დროს ის უკვე საქართველოში იმყოფებოდა. ჯეკ შეფერდი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი, როცა 2019 წლის იანვარში, ის ქართველ სამართალდამცველებს ჩაბარდა.

XS
SM
MD
LG