Accessibility links

site logo site logo

ჯაბა ჯიშკარიანი: საქართველოში უნდა შეიქმნას ახალი პლატფორმა


ჯაბა ჯიშკარიანი

თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელმაც ვახტანგ შაქარიშვილთან ერთად „ქართული ოცნება“ დატოვა, ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

„კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე და აზრის მოხვევა, რომ თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილი, ყველა ჩვენი თანამებრძოლი და ის ბრძოლა საერთოდ, რაც ვაწარმოეთ 2012 წლამდე, იყო „ნაცების“ წისქვილზე წყლის დასხმა და ჩვენ ვართ ყველანი „ნაციონალები,“ ვინც ამას ვიზიარებთ, რაც ჩვენთვის შეურაცხყოფა და მიუღებელია“ - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა 26 მაისის, 7 ნოემბრის და სანდრო გირგვლიანის თემით.

“ეს ფონი თითოეულმა ჩვენთაგანმა შევქმენით საზოგადოებასთან ერთად. ახლა ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს, თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან. გუნდში ადამიანებს ჰქონდათ კომპლექსი, რომ ისინი არ არსებობდნენ 2012 წლამდე. ისინი იშვნენ 2012-ში, 2014-ში, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე და მათი ისტორია სწორედ აქედან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით, მაგრამ არასდროს ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას ახალი პლატფორმა, რომელიც ძველ ფასეულობებზე დაფუძნებით მოქალაქეებს შესთავაზებს ახალს და მომავალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG