Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე „რამშტაინის“ კლიპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებისათვის


ბელარუსში აღძრეს სისხლის სამართლის საქმე როკ-ჯგუფ „რამშტაინის“ კლიპის სოციალურ ქსელში რეპოსტისათვის. ქალაქ გროდნოში მცხოვრებ ანდრეი გოლოვენკოს პორნოგრაფიის დამზადებასა და გავრცელებაში ადანაშაულებენ.

გოლოვენკომ 2014 წელს სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე"-ში თავის გვერდზე დადო „რამშტაინის“ სიმღერა „პუსის“ კლიპი.

2019 წლის მარტში სასამართლო ექსპერტიზის სახელმწიფო კომიტეტმა კლიპი ჩათვალა აკრძალულად პორნოგრაფიული სცენების ჩვენებისათვის, რასაც მოჰყვა გოლოვენკოს მიმართ საქმის აღძვრა. მას ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან ინტერვიუში გოლოვენკომ თქვა, რომ აღარ ახსოვს, გაუზიარა თუ არა კლიპი ვინმეს და საერთოდ უყურა თუ არა მას.

ის არ უარყოფს, რომ ვიდეო მის გვერდზეა განთავსებული, მაგრამ სადავოდ მიაჩნია კლიპის "პორნოგრაფიულად" შეფასება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG