ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრების გამოკითხვის გამო რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ორი პირი პოლიციაში გადაიყვანეს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით და მათ უკვე დატოვეს პოლიციის განყოფილება. რომელ საქმეზეა საუბარი სამინისტროში არ ამბობენ.
"ორი პირის მიმართ კი დაწყებული იყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში ისინი გადაყვანილი იქნენ ნარკოლოგიურში და უკვე დატოვეს ნარკოლოგიური სამსახურის შენობა" - აცხადებენ შსს-ში.