Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ორი წევრი პოლიციაში გამოკითხეს


თბილისში ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გამოსაკითხად წაიყვანეს მძღოლების საინიციატივო ჯგუფის ორი წევრი.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მძღოლებს მიზეზად ის დაუსახელეს, რომ მათი სახელები და გვარები დაემთხვა ძებნილი პირების სახელებს და გვარებს.

ჩხარტიშვილის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ მძღოლები გაათავისუფლეს. ამ ფაქტს ლაშა ჩხარტიშვილი ტაქსის მძღოლების დაშინების მცდელობად აფასებს.

14 საათზე თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ.

ტაქსის მძღოლების პროტესტის მიზეზია მერიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 1 ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსი იმოძრავებს.

XS
SM
MD
LG