Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვის შედეგებით, უკრაინაში არჩევნების მეორე ტურის წინ ლიდერობს ვლადიმირ ზელენსკი


უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ჩატარებული არაერთი გამოკითხვის შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს პოლიტიკური დებიუტანტი, შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი.

სოციოლოგიურმა ჯგუფმა „რეიტინგმა“ ხუთშაბათს გამოაქვეყნა ინორმაცია, რომ გამოკითხული მოქალაქეების 51% აპირებს ხმა მისცეს ზელენსკის, 21% - მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ხოლო 21%-ს ჯერაც არ გადაუწყვეტია, რას იზამს.

ამომრჩევლებს შორის, რომლებიც დანამდვილებით აპირებენ 21 აპრილს არჩევნებზე წასვლას, 61% ემხრობა ზელენსკის, 24% - პოროშენკოს.

გამოქვეყნდა აგრეთვე „რაზუმკოვის სოციოლოგიური ცენტრის“ კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, ზელენსკის ემხრობა ამომრჩევლების 49%, ხოლო პოროშენკოს - 20%.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა, 30%-ზე მეტი ერგო ზელენსკის, მეორე ადგილზე გასულ პროშენკოს - ხმების 16%-მდე.

პირველივე ტურში დამარცხებული კანდიდატების უმრავლესობა მხარდაჭერას არ უცხადებს მეორე ტურში გასულ არც ზელენსკისა და არც პოროშენკოს.

XS
SM
MD
LG