Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე: ჩვენი ამოცანაა კლანს არ ჩაუვარდეს ხელში სასამართლოს სამივე ინსტანცია


ჩვენთვის ეს არ არის იურიდიულ ნიუანსებში და კაზუისტიკაში შეჯიბრი, ჩვენ კანონს ვწერთ კონკრეტული მიზნისათვის, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ. მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონს განიხილავს.

„ჩვენ ვდგავართ რეალობის წინაშე, როცა გვყავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ვისაც უნდა თავისი გარემოცვა, მათთვის სასურველი და მისაღები ადამიანები მოახვედროს უზენაეს სასამართლოში და მოახდინონ სასამართლოს სამივე შტოს კონტროლი. თუ ვინმეს ამ მოცემულობის არ სჯერა და უნდა ამას გაექცეს და უნდა შექმნას ნეიტრალური კანონი, რომელსაც რეალობასთან არანაირი საერთო არ აქვს. ჩვენი ამოცანაა, რომ კლანს არ ჩაუვარდეს ხელში სასამართლოს სამივე ინსტანცია“.

გედევან ფოფხაძის თქმით, ვინც ამ მოცემულობას არ იღებს მისი მოტივაცია საინტერესო არ არის. მისი თქმით, კანონის ჩარჩო ისე უნდა განისაზღვროს, რომ იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს შესაძლებლობა პარლამენტს დასამტკიცებლად წაუდგინოს თავისი წრე, რომ დეპუტატები არ აღმოჩნდნენ, ისეთ ვითარებაში, რომ „ამ წრეში მოუწიოთ კეთილშობილი და ღირსებული, რომელსაც ვერ იპოვიან".

„პარლამენტი ან უარს იტყვის იმის შესაძლებლობა, რომ წესიერი ადამიანი მოიყვანოს უზენაეს სასამართლოში ან გამოიჩენს პრინციპულობას და უზენაეს საბჭოს მოსთხოვს ცუდი და უღირსი ადამიანები არ წარმოუდგინოს ან იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოგვიდგენს თავისი კლანის წარმომადგენელ ადამიანებს და მერე ვიტრიალოთ ამ ადამიანებს შორის... ამ შედეგს უნდა გავექცეთ ჩვენ“

გედევან ფოფხაძის თქმით, უნდა მიიღონ კანონი, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს არ ჩაუგდებს ხელში ისევ სასამართლოს.

„ვიღაცას კი შეიძლება მიაჩნდეს, რომ მურუსიძე დაზარალებულია და ჯალათი შალვაა შავგულიძე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამის წინააღმდეგ ვიბრძოდი 9 წელი და არ შევიცვლი ამ პოზიციას“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG