Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა ამერიკელი ინვესტორი მაიკლ კალვი


2019 წლის 11 აპრილი: მაიკლ კალვი მოსკოვის სასამართლოში
2019 წლის 11 აპრილი: მაიკლ კალვი მოსკოვის სასამართლოში

მოსკოვში სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს ამერიკელი ინვესტორი მაიკლ კალვი.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გამოვიდა ინვესტორის გათავისუფლების მოწოდებით. 51 წლის კალვიმ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მალევე დატოვა სასამართლო.

კალვიმ რუსეთში 1994 წელს დააარსა საინვესტიციო ფონდი „ბერინგ ვოსტოკი“. ის და კიდევ ხუთი ადამიანი თებერვალში დააკავეს ფინანსურ მაქინაციებში ბრალდების საფუძველზე. ექვსივე უარყოფს ბრალდებებს.

მათი დაკავება და წინასწარი პატიმრობა მიჩნეულია ინდიკატორად, თუ რა საფრთხეებს უკავშირდება რუსეთში ბიზნესის კეთება და რა ვითარებაა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მხრივ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG