Accessibility links

site logo site logo

შსს ავრცელებს განცხადებას ზუგდიდში ოპოზიციის წევრთა დაკავებაზე


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრთა დაკავების შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, 3 პირი "წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის" დააკავა.

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG