Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკი ჟურნალისტისა და მისი საცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა აღიარა, რომ მათ ესროლა


სლოვაკი გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუციაკისა და მისი საცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა აღიარა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა მათ წინააღდმეგ.

ამის შესახებ თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან სლოვაკეთის საზოგადოებრივი ტელევიზია და ვებსაიტი aktualne.sk.

ბრალდებულად ასახელებენ მიროსლავ მარჩეკს, ყოფილ პროფესიონალ ჯარისკაცს.

გასული წლის თებერვალში ახალგაზრდა ჟურნალისტისა და მისი საცოლის, მარტინა კუშნიროვას მკვლელობას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რამაც გადადგომა აიძულა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს.

კუციაკი იძიებდა სავარაუდო კავშირებს იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებსა და სლოვაკ პოლიტიკოსებს შორის, როცა ის შინ, ბრატისლავაში მოკლეს საცოლესთან ერთად. ორივე 27 წლის იყო.

სულ ხუთ ადამიანს წაუყენეს ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებული ბრალდებები.

XS
SM
MD
LG