Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საკრებულოში მეორედ იჩხუბეს


ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

ჩხუბის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი პატარიძე საუბრობდა იმაზე, რომ ბათუმში დაგეგმილია პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის გახსნა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. ამ შენიშვნით გაღიზიანებულ პატარიძესა და ქამადაძეს შორის კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელშიც სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

დაშავდა საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" როინ ზოიძე, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

ირაკლი პატარიძესა და მირდატ ქამადაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება დილითაც მოხდა, რის გამოც საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG