Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანის სამხედრო საბჭომ პირობა დადო სამოქალაქო მთავრობის ჩამოყალიბებაზე


გენერალი ალ-აბდინი, სამხედრო საბჭოს ლიდერი
გენერალი ალ-აბდინი, სამხედრო საბჭოს ლიდერი

სუდანის მმართველმა სამხედრო საბჭომ, რომელმაც 11 აპრილს დაამხო პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, - პირობა დადო, რომ ჩამოაყალიბებს სამოქალაქო პირებისაგან დაკომპლექტებულ მთავრობას. საბჭოს 12 აპრილის განცხადების თანახმად, მოელიან, რომ წინასაარჩევნო გარდამავალი პერიოდი არაუმეტეს ორი წლისა გასტანს.

რაც შეეხება დამხობილ პრეზიდენტს, სამხედრო საბჭოს განცხადებით, ალ ბაშირს არ გადასცემენ საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალს, არამედ იგი ადგილზე გასამართლდება გენოციდის ბრალდებით.

სამხედრო საბჭოს ამ განცხადების ფონია დედაქალაქ ხართუმში მიმდინარე დემონსტრაციები, რომელზეც მოითხოვენ ხელისუფლების დემოკრატიული გზით არჩევას.

სამხედროებმა სუდანის ავტოკრატი პრეზიდენტი, 75 წლის ალ-ბაშირი, რომელიც 30 წელი მართავდა აფრიკის ამ ქვეყანას, - 11 აპრილს გადააყენეს და დააპატიმრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG