Accessibility links

site logo site logo

რომის პაპი ფეხებზე ეამბორა სამხრეთ სუდანის დაპირისპირებულ ლიდერებს


რომის პაპმა ფრანცისკემ ყველა გააოცა, როდესაც 11 აპრილს დაუჩოქა და ფეხებზე ეამბორა ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულ სამხრეთ სუდანის ლიდერებს და მოუწოდა მათ, რათა დაივიწყონ უთანხმოება და იღვაწონ მშვიდობისათვის.

ვატიკანში ჩასული სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი სალვუ კირა და ოპოზიციის ლიდერი რიეკა მაჩარა პაპმა ფრანცისკემ მიიღო ე.წ. სულიერ რეტრიტზე და მოუწოდა მათ განაგრძონ 2018 წლის სექტემბერში დადებული სამშვიდობო შეთანხმება. შემდეგ მუხლებზე დაიჩოქა და ფეხებზე ეამბორა მათ.

რომის პაპი წმინდა ხუთშაბათს ჩვეულებრივად ასრულებს რიტუალური ფეხის დაბანის პროცესს პატიმრებისთვის, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კათოლიკური სამყაროს ლიდერმა ასეთი პატივი მიაგო პოლიტიკოსებს. „გულწრფელად მჯერა, რომ საბრძოლო მოქმედებები საბოლოო ჯამში დასრულდება“, - განაცხადა ფრანცისკემ.

რომის პაპის სამშვიდობო მოწოდებაზე სამხრეთ სუდანის ლიდერებს არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ.

სამხრეთ სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომის განმავლობაში სულ მცირე 400 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით ათასი დევნილად იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG