Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაიცავი საქართველო" 13 აპრილს შეკრებას გამართავს ფილარმონიაში


საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" 13 აპრილს შეკრებას გამართავს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

როგორც მოძრაობის ლიდერი პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომელიც მზად არის თავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩაერთოს.

„მათ, ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით“, - აცხადებს დავით მაღრაძე.

ფილარმონიაში მისვლას გეგმავს პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტარი ეკა ბესელია: „მე ამ მოძრაობის მონაწილე და მხარდამჭერი ვარ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ რამდენიმე დღის წინ,

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ის იზიარებს „დაიცავი საქართველოს“ ხედვას, რომლის თანახმად, ცვლილებებისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და დაიბადოს ახალი პოლიტიკური ძალა.

ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ფილარმონიაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს წევრები ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი, რომლებმაც "ქართული ოცნება" რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG