პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედაენის დღის აღსანიშნავად, 13-14 აპრილს, სამცხე - ჯავახეთის რეგიონს ეწვევა, ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთში არსებულ კომპანიებს ესტუმრება და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველო" ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები.