Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ლიბიის დედაქალაქისათვის ბრძოლაში


2019 წლის 7 აპრილი: თვითგამოცხადებული "ლიბიის ეროვნული არმიის" წევრები
2019 წლის 7 აპრილი: თვითგამოცხადებული "ლიბიის ეროვნული არმიის" წევრები

გაეროს მონაცემებით, სულ ცოტა, 121 ადამიანი დაიღუპა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისათვის მიმდინარე ბრძოლაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 14 აპრილს გაავრცელა ასევე ინფორმაცია, რომ 561 ადამიანი დაიჭრა მას შემდეგ, რაც 5 აპრილს დაიწყო თვითგამოცხადებული „ლიბიის ეროვნული არმიის“ ფართომასშტაბიანი შეტევა.

გაეროს ჯანდაცვის უწყების თანახმად, ის სამედიცინო დახმარებას და თანამშრომლებს აგზავნის ტრიპოლიში და, ამავე დროს, გმობს მედიცინის მუშაკებსა და მათ ავტომანქანებზე თავდასხმის შემთხვევებს.

ლიბიაში ერთმანეთს უპირისპირდებიან ძალები დასავლეთსა და აღმოსავლეთში. ხალიფა ჰაფტარის სარდლობით მოქმედი „ლიბიის ეროვნული არმია“ ებრძვის გაეროს მიერ მხარდაჭერილ მთავრობას, რომელიც ტრიპოლის აკონტროლებს.

ჰაფტარი უგულებელყოფს საერთაშორისო მოწოდებებს, შეაჩეროს ოპერაცია, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაეროს მონაცემებით, ბრძოლებმა სახლ-კარის მიტოვება აიძულა 8000-ზე მეტ ადამიანს.

ჰაფტარის მთავარ მხარდამჭერებად ითვლებიან რუსეთი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

XS
SM
MD
LG