Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა იუგოსლავიისა და სერბეთის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის ქვრივი


2001 წლის 24 ივლისი: მირიანა მარკოვიჩი ბელგრადში
2001 წლის 24 ივლისი: მირიანა მარკოვიჩი ბელგრადში

76 წლის ასაკში გარდაიცვალა იუგოსლავიის ყოფილი ლიდერის, სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული სლობოდან მილოშევიჩის ქვრივი, მირიანა მარკოვიჩი. ბოლო 16 წელი ის რუსეთში ცხოვრობდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მინიჭებული.

სერბეთის მედიის ცნობით, მარკოვიჩი მძიმედ ავადმყოფობდა და მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სლობოდან მილოშევიჩი 2001 წელს დააკავეს, რის შემდეგაც წარუდგინეს ჰააგაში გაეროს სასამართლოს 1990-იან წლებში იუგოსლავიის დაშლის დროს გენოციდისა და სხვა სამხედრო დანაშაულების ბრალდებით. ის ტრიბუნალის იზოლატორში გარდაიცვალა 2006 წელს, ვერდიქტის გამოტანამდე.

მარკოვიჩმა, რომელიც ბელგრადის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორი იყო, 2003 წელს დატოვა სერბეთი. ის მიჩნეული იყო მილოშევიჩზე დიდი გავლენის მქონე ძალად.

XS
SM
MD
LG