Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შვიდი ბავშვი ემსხვერპლა აუფეთქებელი ჭურვების ამოქმედებას


ავღანეთის ოფიციალური პირის თანახმად, სულ მცირე შვიდი ბავშვი მოკვდა და რვა დაშავდა, როცა აუფეთქებელი ნაღმმტყორცნის ჭურვი ამოქმედდა. ინციდენტი მოხდა 14 აპრილს, ავღანეთის აღმოსავლეთში, სოფელში, რომელიც მიჰთერლამის, ლაღმანის პროვინციის დედაქალაქის მახლობლად მდებარეობს.

რეგიონის მთავრობის წარმომადგენლის, ასადულა დავლათზაის თანახმად, ხელისუფლება იძიებს, თუ როგორ იპოვნეს ბავშვებმა ჭურვი და რატომ აფეთქდა ის. დავლათზაის თქმით, დახოცილები 15 წლამდე ასაკის ბავშვები არიან და სულ მცირე, ოთხი მათგანი მძიმედაა დაშავებული.

გაეროს ნაღმების სამსახურის თანახმად, 2017 წელს თვიურად 150 ადამიანი კვდებოდა ან შავდებოდა ავღანეთში ნაღმების ან ომის შემდეგ დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გააქტიურების შედეგად. ქვეით საწინააღმდეგო ნაღმები გარდა, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის და სამოქალაქო ომის შემდეგად დარჩა, შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა თალიბანის მიერ დამზადებული თვითნაკეთი ნაღმების აფეთქების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG