Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის მეხანძრეთა სამსახური: მომდევნო საათ-ნახევარი გადამწყვეტია ნოტრ-დამისთვის


პარიზის მეხანძრეთა სამსახურის პრესმდივანი აცხადებს, რომ მომავალი საათ-ნახევარი გადამწყვეტი იქნება ღვთისმშობლის ტაძრისთვის, რადგან სწორედ ამ დროში გაირკვევა, მოხერხდება თუ არა ხანძრის ლოკალიზაცია.

პარიზის ვიცე-მერი აცხადებს, რომ ღვთისმშობლის ტაძარს "კოლოსალური ზიანი" მიადგა 15 აპრილს გაჩენილი ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც ჩაინგრა ტაძრის სახურავი.

მედიასთან საუბრისას, ვიცე-მერმა, ემანუელ გრეგუარმა თქვა, რომ მაშველები ცდილობენ ტაძარში შენახული ხელოვნების ნიმუშების და სხვა ფასდაუდებელი ნივთების გადარჩენას.

სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს ტაძარში მომუშავე პირის სიტყვებს, რომ იწვის ნოტრ-დამის მთელი ხის ინტერიერი და ის, სავარაუდოდ, განადგურდება.

პარიზის პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ დაიწყო ხანძრის მიზეზების გამოძიება. პოლიციის ცნობით, მიზეზი უცნობია, თუმცა მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

ნოტრ-დამში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ზოგიერთ განყოფილებაში ხარაჩოები იდგა. იუწყებიან, რომ ბრინჯაოს ძეგლები იქიდან გასულ კვირაში გაიტანეს, რემონტის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG