Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადეჟდა სავჩენკო გათავისუფლდა საპატიმროდან


უკრაინის პარლამენტის წევრი, პარლამენტის შენობაზე ყუმბარებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერაქტის განზრახვის გამო ბრალდებული ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მას შემდეგ, რაც 15 აპრილს ამოიწურა სავჩენკოსა და მასთან ერთად ეჭვმიტანილი ყოფილი ოფიცრის, ვოლოდიმირ რუბანის წინასწარი პატიმრობის ვადა, კიევის რეგიონულმა სასამართლომ ბრალდებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სავჩენკო, სამხედრო შვეულმფრენის ყოფილი დამმიზნებელი, პოლიტიკაში ჩაება 2016 წელს და აცხადებდა, რომ კენჭს იყრიდა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რუსეთში ორწლიანი პატიმრობის დროს, იგი დაუსწრებლად აირჩიეს უკრაინის პარლამენტის - ვერხოვნა რადას, წევრად.

2018 წლის მარტში პროკურატურამ სავჩენკოს ბრალი წაუყენა უკრაინის პარლამენტის დამხობის მიზნით შეთქმულებასა და ტერაქტის სამზადისში, რის გამოც ჩამოართვეს დეპუტატის ხელშეუხლებლობა და დააპატიმრეს.

სავჩენკო თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ყველაფერს აბრალებდა უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულ პროვოკატორებთან საუბარს, რომლებიც მას დისკრედიტაციისათვის მიუგზავნეს.

XS
SM
MD
LG