სამი მუშა გადმოვარდა „პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან.
როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს შსს-ში, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.