Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა დაკავებული მეზღვაურების განთავისუფლების თხოვნით


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა თხოვნით, განთავისუფლდნენ უკრაინელი მეზღვაურები და ხომალდები, რომლებიც რუსეთმა ქერჩის სრუტეში დააკავა. ამის შესახებ სამშაბათს ფეისბუკში დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

ის აღნიშნავს, რომ რუსეთს „ჯერ კიდევ აქვს შანსი, გაანთავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები ისე, რომ ოფიციალურად არ იქნეს აღიარებული კრემლის მიერ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენა“.

რუსმა მესაზღვრეებმა უკანონოდ მიერთებული ყირიმის ნაპირებთან 2018 წლის 25 ნოემბერს დააკავეს უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და 24 მეზღვაური. მათ ბრალად უყენებენ რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადალახვას.

კიევი მომხდარს მიიჩნევს აგრესიის აქტად, ხოლო მეზღვაურებს - სამხედრო ტყვეებად. უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ აშშ, ნატო და ევროკავშირი. დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები სამხედრო ტყვეებად აღიარა გაერომაც.

XS
SM
MD
LG