Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო: აშშ ყოფილ მესაკუთრეებს ნებას რთავს უჩივლონ კუბაში მათი ქონებით მოსარგებლე კომპანიებს


მაიკ პომპეო
მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოაცხადა, რომ 2 მაისიდან აშშ ყოფილ მფლობელებს ნებას რთავს, აშშ-ის სასამართლოებში შეიტანონ სარჩელი უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც კუბაში საქმიანობენ და სარგებლობენ ამერიკელების კუთვნილი ქონებით, რომელიც ნაციონალიზებულ იქნა ხელისუფლებაში ფიდელ კასტროს მოსვლის შემდეგ.

ეს განცხადება პომპეომ გააკეთა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. 1996 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო ჰელმს-ბერტონის კანონი, რომელიც სარჩელის შეტანის საშუალებას იძლევა კუბაში მოქმედი უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ექსპროპრიირებული ქონებით სარგებლობენ. მაგრამ ტრამპის ყველა წინამორბედი აჩერებდა კანონის მოქმედებას ეროვნული ინტერესების გამო. ისინი შიშობდნენ, რომ უცხოური კომპანიების სამართლებრივი დევნა საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს ამერიკული კომპანიების მიმართ და ქაოსს წარმოშობს მოკავშირე ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG