Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია იმართება


„დაიხუროს „რუსთავი 2“ ღვთისმგმობელი“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქციას მართავენ ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი, „ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა, ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი. მათ გუშინ სოციალური ქსელით ვიდეომიმართა გაავრცელეს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

აქციის ორგანიზატორები "ღვთის გმობად" მიიჩნევენ, ტელეკომპანიის ეთერში მომღერალ პაატა თედიაშვილის გამოჩენას, რომელსაც თავზე „ეკლის გვირგვინი“ ედგა. მათი განცხადებით, გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ „ჩატარებულ რიტუალი, სადაც ის აკურთხებს მომღერალს, არის ქრისტეს სარწმუნოების დაცინვა“.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG