Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა ალან გარსიამ თავი მოიკლა


ალან გარსია
ალან გარსია

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა ალან გარსიამ 17 აპრილს ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი, როცა დედაქალაქ ლიმაში მდებარე მის სახლში პოლიციამ მიაკითხა დასაპატიმრებლად მექრთამეობასთან დაკავშირებული გამოძიების გამო.

გარსია მაშინვე წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

ნაციონალისტი გარსია პერუს მართავდა 1985-1990 წლებში, შემდეგ კი თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერად მოევლინა ქვეყანას და 2006 წელს ახალი ხუთწლიანი ვადით გახდა პრეზიდენტი.

გარსიას ბრალად სდებენ, რომ ის უკანონოდ იღებდა ფულს ბრაზილიის სამშენებლო გიგანტ „ოდებრეხტისგან“.

„ოდებრეხტი“ არის ლათინურ ამერიკაში კორუფციასთან დაკავშირებული უდიდესი სკანდალის ცენტრში, მას მერე, რაც მან 2016 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან მიღწეულ საპროცესო გარიგებაში აღიარა, რომ ლათინურ ამერიკაში კორუმპირებული ოფიციალური პირებისთვის 800 მილიონ დოლარამდე ქრთამი აქვს გადახდილი მსხვილი ინფრასტრუქტურული კონტრაქტების სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG