Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ია კერზაიას შვილი პროკურატურაში ადვოკატთან ერთად აპირებს მისვლას


ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურაში მისვლას ხვალ, 18 აპრილს გეგმავს. რათა დედის გარდაცვალების მასალებს გაეცნოს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, რასაც სასამართლოს გზით ასაჩივრებს, უარს არ ამბობს პროკურატურისგან მიღებულ შეთავაზებაზე და საგამოძიებო უწყებაში მისვლას ადვოკატთან ერთად აპირებს.

„დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მოუციათ, პროცესუალურად ცოტა გაუგებარია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასეთი რამე გათვალისწინებული არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ამ შეთავაზების მიღებას ვაპირებთ. პროკურატურაში 18 აპრილს, დღის განმავლობაში მივალთ, დროს კი დავაზუსტებ“,- აცხადებს ბაჩანა შენგელია.

მისი სიტყვებით 18 აპრილს, 11 :00 საათზე ბრიფინგი ჰქონდა დაანონსებული ექსპერტიზისა და პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც გენერალური პროკურატურისგან შეხვედრის თაობაზე შეთავაზება მიიღო.

ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში მისვლა, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს უწყებამ განცხადებით შესთავაზა.

პროკურატურის თანახმად მას შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

XS
SM
MD
LG