Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეა იტყობინება ახალი იარაღის გამოცდის შესახებ


ჩრდილოეთ კორეის არმიამ გამოსცადა „ ტაქტიკურად მართვადი იარაღი მძლავრი საბრძოლო ქობინით,“- იტყობინება ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო. სააგენტოს თანახმად, ახალი ტიპის შეიარაღების გამოცდაში მონაწილეობდა ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

ინფორმაცია დეტალებს არ შეიცავს, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საუბარია საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ბაზირების ტაქტიკურ იარაღზე. პენტაგონის თანახმად, თვალთვალის სისტემამ ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გაშვება ვერ დააფიქსირა.

ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოკითხული სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ იარაღის გამოცდა შესაძლოა იყოს სიგნალი ვაშინგტონისთვის, შეარბილოს ფხენიანთან პოზიციები.

ჩრდილოეთ კორეამ იარაღი პირველად გამოსცადა მას შემდეგ, რაც ვიეტნამში დეკემბრის ბოლოს კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოულოდნელად შეწყვიტა. მან ხელი არ მოაწერა ერთობლივ განცხადებას მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ფხენიანი არ აპირებდა დენუკლეარიზაციის დაწყებას.

ჩრდილოეთ კორეამ ახალი იარაღი გამოცადა ვაშინგტონის მცდელობების ფონზე, განაახლოს მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG