უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად იმარჯვებს შოუმენი, პოლიტიკური ახალბედა, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ბიულეტების 97.98 %-ის დათვლის შედეგად, ზელენსკის მიემხრო, 73,15 %.
უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმა მისცა 24.52%-მა.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 აპრილს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 62,07%.