Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას კითხვებზე საპასუხოდ ყავაზე ეპატიჟება


"გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა , ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და ყველა კითხვას გასცეს პასუხი’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ გიორგი გახარიას პასუხად, რომელმაც ოპოზიციის მოთხოვნაზე, მივიდეს პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად, თქვა, რომ "მინისტრის საათის" ფორმატში საპარლამენტო მოსმენა მას დაგეგმილი აქვს მაისის პირველ კვირაში და ამ ვალდებულების შესრულებას აპირებს, "ევროპული საქართველოს" რომელიმე ლიდერს კი, თუკი დამატებით სურს მისი ნახვა, ყავაზე შეუძლიათ დაპატიჟონ.

‘’ დღეს შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს ,ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტში და პარლამენტში მოსვლა მას, მინდა შევთავაზო ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი" - ამბობს დეპუტატი ელენე ხოშტარია.

"ევროპულმა საქართველომ" ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პარლამენტში მისვლა 22 აპრილს მოითხოვა.

"გაგვცენ პასუხი მარტივ კითხვებზე: რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული? რატომ დაგეგმეს ასე? რატომ გაირკვა, რომ ის, რამაც ეს გამოიწვია, თურმეგადალახვადი იყო? აუცილებელი იყო, რომ ასეთ შეტაკებას ჰქონოდა ადგილი, რომ გადაეფიქრებინათ თავიანთი პოზიცია? რამხელა უპასუხისმგებლობაა, ჯერასე მოქმედება და შემდეგ ფიქრი, რაც ზოგადად ივანიშვილის გუნდს ახასიათებს. ამ რეგიონში ყველაზე სახიფათოა უსამართლობის და უძალობის კომბინაცია დაორივეს დემონსტრირება მოხდა გუშინ ხელისუფლების მხრიდან.

თვითონ რომ ამბობენ, ბეწვის ხიდზე გაიარა ქვეყანამ გუშინო, რატომ დადგნენ ამბეწვის ხიდზე? წლებია საჯაროდ და არასაჯაროდ ვაფრთხილებთ - ამ რეგიონში ვითარება ძალიან პრობლემატურია ბევრი თვალსაზრისით.“, - 22 აპრილს განაცხადა გიგა ბოკერიამ.

XS
SM
MD
LG