Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი გერასიმოვი: რუსეთი გააძლიერებს დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქებს


შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი.
შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი.

რუსეთი გააძლიერებს დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქებს რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების განთავსების საპასუხოდ. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა მოსკოვში, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

მანამდე, აღნიშნა გერასიმოვმა, ამ ოლქებში გადასროლილ იქნებიან შენაერთები სხვა სამხედრო ოლქებიდან.

ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2014 წელს რუსეთმა დიდი რაოდენობით ჩაატარა არმიის მოულოდნელი შემოწმებები და სწავლებები. დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება იმის გამო, რომ მოსკოვი თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ცდილობს ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებთან საზღვრების მახლობლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG