Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის იზოლატორიდან ორი ნიქოზელი გაათავისუფლეს


ცხინვალის იზოლატორიდან ნიქოზის მცხოვრებლები, 1993 წელს დაბადებული გაბრიელ მელანაშვილი და 1980 წელს დაბადებული თამაზ მჭედლიძე, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულები დაუჯარიმებლად გამოუშვეს. ამის მიზეზად ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. თამაზ მჭედლიძე და გაბრიელ მელანაშვილი 23 აპრილს ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG