Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის „ძალიან შინაარსიანი“ საუბარი გაიმართა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ „ძალიან შინაარსიანი“ საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მასთან პირისპირ პირველად შეხვედრისას.

25 აპრილის შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კუნძულზე, რომელიც რუსეთის ქალაქ ვლადივასტოკთან მდებარეობს. პირისპირ შეხვედრამ თითქმის ორი საათი გასტანა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, მან და პუტინმა გაცვალეს „მოსაზრებები საკითხებზე, რომლებიც ურთიერთინტერესებს ეხება“ და განიხილეს „მშვიდობიანი მოგვარების გზები“.

ხოლო პუტინის თქმით, მას და ჩრდილოეთკორეელ ლიდერს ჰქონდათ „საგნობრივი დისკუსია“ და იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განიმუხტოს დაპირისპირება ფხენიანის ბირთვული პროგრამის გარშემო.

ორმა ლიდერმა ეს შეფასებები გამოთქვა პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, სანამ დაიწყებოდა მოლაპარაკება ორი დელეგაციის მონაწილეობით.

2018 წლის ივნისსა და 2019 წლის თებერვალში კიმ ჩენ ინი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაგრამ ამ სამიტებზე ვერ მოხერხდა შეთანხმება კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG