პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდ კვაშნევსკი აცხადებს, რომ უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრას.
ამის შესახებ პოლონელმა პოლიტიკოსმა პარასკევს განაცხადა ვარშავაში მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციის დროს თემაზე „უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივები“.
„ზელენსკიმ გვითხრა, რომ არ სურს პუტინთან ერთი ერთზე საუბარი, არამედ სურს მოლაპარაკების დაწყება „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში, გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობით“, - განაცხადა ალექსანდ კვაშნევსკიმ, რომელმაც დასძინა, რომ ზელენსკის შეხვდა მეორე ტურის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.
შეხვედრაში მონაწიელობდა ასევე შვეციის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი და ევროპარლამენტის ექსპრეზიდენტი პატ კოკსი.
მანამდე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა მხარი დაუჭირა პირდაპირ დიალოგს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს შორის.