Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ვანში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება


შსს
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი ვანში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება.

საქმე ეხება ფეისბუკმომხმარებელი ქალის საჯარო პოსტს, სადაც ის წერს, რომ მასზე ორმა კაცმა და ერთმა ქალმა ფიზიკურად იძალადა. ქალის თქმით, ძალადობის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც თქვა, რომ მის მცირეწლოვან შვილს ყოფილი ქმრის სახლში სცემეს. ეს შემთხვევა ვანში მოხდა.

“გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ 112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შეტყობინების ინიციატორი ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა. შეტყობინება გარეშე პირმა განახორციელა”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.

“აღსანიშნავია, რომ თ. მ-სა და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახებმა 2017 წელს პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. აქედან არცერთი ფაქტი არ ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას. 2018 და 2019 წლებში, თ. მ.-სა და მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, აგრეთვე ოჯახების სხვა წევრთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა”, - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG