ჭიათურაში სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ბავშვი არ დაშავებულა.
მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი, 83 წლის მამაკაცი.
"გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა", - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.