Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ის ანგარიში ჩინეთს აკრიტიკებს


რელიგიის თავისუფლების საკითხებზე აშშ-ის ორპარტიული, ფედერალური კომისიის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთში კვლავაც მძიმედ ილახება უიღურთა მუსლიმი ჯგუფის უფლებები, მაგრამ მთავრობას ამის გამო თითქმის არანაირი პასუხი არ მოეთხოვება.

ანგარიში, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდა, გამოდის რეკომენდაციით სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი და უზბეკეთი შეიყვანოს რელიგიური თავისუფლების დარღვევის თვალსაზრისით განსაკუთრებლად შემაშფოთებელი ქვეყნების სიაში, ირანთან, პაკისტანთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად.

ანგარიში მწვავედ აკრიტიკებს ჩინეთს უიღურთა მიმართ მოპყრობის გამო, განსაკუთრებით ჩრდილოდასავლეთში, სინიანის რეგიონში. კრიტიკულადაა შეფასებული სხვა ძირითადად მუსლიმი ჯგუფების, მაგალითად ეთნიკური ყაზახების მდგომარეობაც.

ჩინეთში 15 მილიონამდე უიღური ცხოვრობს. ისინი დიდი ხანია ჩივიან პეკინის მიერ უსამართლო მოპყრობაზე. "უიღურ მუსლიმებს მუდმივად უთვალთვალებენ, შეისწავლიან მათთვის ჩამორთმეულ ტელეფონებს, კანს ნემსით უჩხვლეტენ დნმ-ის ასაღებად, მათ ბავშვებს მეჩეთში სიარულს უკრძალავენ" - ვკითხულობთ ანგარიშში.

"რაც კიდევ უფრო მძიმეა, ჩინეთის მთავრობა ერთმანეთისგან აშორებს ოჯახის წევრებს, მას 800 000-დან 2 მილიონამდე ზრდასრული ჰყავს დაკავებული საკონცენტრაციო ბანაკებში, და მათი შვილების ნაწილი ობოლთა სახლებში. ... ოჯახების წევრები ერთმანეთს ვერ ეკონტაქტებიან სამთავრობო თვალთვალის შიშით, ძალიან ბევრმა უიღურმა მუსლიმმა არ იცის სად არიან მისი საყვარელი ადამიანები, ან საერთოდ ცოცხლები თუ არიან ისინი" - ამბობს აშშ-ის ანგარიში.

XS
SM
MD
LG