Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში აღმოჩენილია თეთრი ვეშაპი რუსული აღჭურვილობით სარტყელზე


ნორვეგიის ჩრდილოეთში, ფინმარკის რეგიონში ადგილობრივმა მეთევზეებმა შეამჩნიეს თეთრი ვეშაპი, რომელსაც გარშემორტყმულ სარტყელზე ჰქონდა წარწერა "სანკტ-პეტერბურგის აღჭურვილობა" და ვიდეოკამერის მისამაგრებელი. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ნორვეგიის ტელეარხი NRK.

როგორც ერთ-ერთი მეთევზე ყვება, 25 აპრილს, თევზაობისას, მის ნავთან თეთრი ვეშაპი მიცურდა. ვეშაპს მჭიდროდ ჰქონდა გარშემოტყმული სარტყელი, რომლის მოხსნაც მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. მეთევზის თქმით, ვეშაპი მოთვინიერებული ჩანდა და მეთევზეებს უფლებას აძლევდა მისთვის ხელი გადაესვათ. მეთევზეების ვარაუდით, ვეშაპი ადამიანებთან იმიტომ მიცურდა, რომ დახმარება და საკვები სჭირდებოდა. სარტყლის მოხსნის შემდეგ ვეშაპმა ნავს რამდენიმე წრე დაარტყა და გაცურა.

ნორვეგიის ოფიციალური წარმომადგენლები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ვეშაპი შესაძლოა რუსეთის სამხედრო ობიექტიდან იყო.




დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG