Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ცხრა სპორტსმენით გამოვა ევროპულ თამაშებზე


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მეორე ევროპულ თამაშებზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. 2019 წლის 22-25 ივნისს, მინსკში ტატამზე საქართველოს სახელით ცხრა ძიუდოისტი გავა.

ტრადიციულად, მედლები მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს კი მონაწილეები მხოლოდ მამაკაცებში ეყოლება, რადგან ქალთა ნაკრების წევრებს ლიცენზიის ასაღებად სარეიტინგო ქულები არ ეყოთ.

საქართველოს ნაკრების განაცხადში არიან: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

XS
SM
MD
LG