Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთთან ერთად, რუსეთშიც იზღუდება რელიგიური თავისუფლება


უიღურები
უიღურები

ჩინეთში მცხოვრები მუსლიმან უიღურთა უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება „გაუგონარი ძალმომრეობა“, მაგრამ ამის გამო არ დამდგარა სათანადო შედეგი პეკინის ხელისუფლებისათვის, - ნათქვამია აშშ-ის ორპარტიული ფედერალური კომისიის 2019 წლის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლებას შეეხება.

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის კომისიის მიერ (USCIRF ) 29 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ რელიგიის თავისუფლების დამრღვევ ყველაზე უარეს ქვეყნების სიაში შეიყვანოს, ირანთან, პაკისტანთან, ტაჯიკეთთან და თურქმენეთთან ერთად, ასევე რუსეთიც და უზბეკეთიც.

რეკომენდაციებში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რუსეთის სახელმწიფომ 2018 წელს „გაააქტიურა რეპრესიული მოქმედება“ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ხოლო უზბეკეთში, მიუხედავად ზოგიერთი წინგადადგმული ნაბიჯისა, კვლავ „სასტიკად ილახება რწმენის თავისუფლება“.

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის კომისია (USCIRF ) გმობს ჩინეთის დამოკიდებულებას მუსლიმ უიღურთა მიმართ, განსაკუთრებით სინიანის რეგიონში, და ასევე მეტწილად მუსლიმი სხვა უმცირესობების, კერძოდ, ყაზახების, მიმართ. უიღურები, რომელთა რაოდენობა ჩინეთში 15 მილიონს შეადგენს, ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას პეკინის რეპრესიული პოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG