Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთმა დაარღვია ნავალნის კამპანიის კოორდინატორის უფლებები


საფრანგეთის ქალაქი სტრასბურგი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საფრანგეთის ქალაქი სტრასბურგი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ დაარღვია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კამპანიის კოორდინატორის, ელვირა დმიტრიევას, უფლებები, რის გამოც მას უნდა გადაუხადოს 12 500 ევრო (14 ათასი ამერიკული დოლარი).

დმიტრიევას გარდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს სხვა აქტივისტებმაც 2017 წლის 26 მარტის აქციების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული რეპრესიების გამო. აქციები ნავალნისა და მისი მხარდამჭერების ორგანიზებით ჩატარდა რუსეთის ქალაქებში.

ნავალნის სურდა 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და საამისოდ აქტიურ კამპანიას ატარებდა, მაგრამ მას არ მიეცა კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.

დმიტრიევა ხელმძღვანელობდა ოპოზიციონერი ლიდერის კამპანიას ყაზანში, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქში.

2017 წლის მარტში დმიტრიევა დააჯარიმეს კორუფციის გასაპროტესტებლად დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის. რამდენიმე დღეში მას 10 დღით პატიმრობა შეუფარდეს 26 მარტის უსანქციო დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის.

XS
SM
MD
LG