Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილი: საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო უნდა იყოს


ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი

"ჩვენ ვნახეთ,რომ არსებობს სკოლებში ეგრეთ წოდებული ნისიების რვეული. ბავშვები ნისიად იღებენ სკოლაში ფუნთუშას, ხაჭაპურს და შემდეგ ვერც ახერხებენ მათი მშობლები ამ თანხის გადახდას. ეს არის კატასტროფა, ეს არის დიდი ტრაგედია და ეს არის საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრის სირცხვილი, ეს არის საქართველოს მთავრობის სირცხვილი.

დღეს მინდა მე შემოვიდე ინიციატივით, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება გახდეს უფასო. ჩვენ გვაქვს ამისი საშუალება, საქართველოს ბიუჯეტში არის საშუალება იმისა, რომ გამოიძებნოს ეს სახსრები. გარკვეული გაანგარიშება ჩვენ გვაქვს ჩატარებული და მზად ვართ, რომ ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი თემა ქვეყანაში, ვიდრე არის ბავშვთა სიღარიბის დაძლევა და ბავშვთა შიმშილის დაძლევა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG