Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი პროფკავშირული გაერთიანება შეიქმნა


დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირის „ერთობა 2013-ის“ წარმომადგენლებმა ახალი პროფკავშირული გაერთიანების შექმნის შესახებ განაცხადეს.

პროფესიული კავშირების წარმომადგენლების თქმით, ახალი გაერთიანება აქამდე არსებულ პროფკავშირულ ორგანიზაციებთან შედარებით უფრო აქტიურად იბრძოლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესების, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მშრომელთა უფლებებისთვის.

„ჩვენ საფუძველს ვუყრით ახალ, დამოუკიდებელ პროფკავშირებს. აუცილებელია შეიქმნას ახალი პროფკავშირული გაერთიანება, რომელიც რეალურად იმუშავებს დასაქმებულთა პრობლემებზე. მივმართავ მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ტაქსის მძღოლებს, რომელთა პრობლემაც დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, რომ მოგვმართონ და ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით. გაერთიანება მათი ყველა უფლებისთვის იბრძოლებს.“ - აცხადებს „ერთობა 2013-ის“ დამფუძნებელი,ზაზა ბარბაქაძე.

გაერთინებული პროფკავშირებისგან დამოუკიდებლი ორგანიზაციის დაარსების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებელის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა ნინო ზაუტაშვილმა - „არის გარკვეული ცხელი წერტილები, სადაც მე ვერ ვხედავ პროფკავშირების გაერთიანების აქტივობას, მეტად აქტიურ პროფკავშირს ვისურვებდი, ნამდვილად. კონკურენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს გაააქტიურებს იმ პროფკავშირსაც და ჩვენც შევეცდებით, რომ დავეწიოთ და გავუსწროთ კიდევაც, თუ შევძლებთ.“

ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა დასაქმებულებთან საინფორმაციო შეხვედრებიც დააანონსეს. მათი აზრით, მშრომელთა უმრავლესობას არ აქვს თავისი უფლებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG