Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ტერორისტთა სიაში შეიყვანა პაკისტანში მოქმედი ჯგუფის ლიდერი


გაერომ გლობალური ტერორისტების სიაში შეიყვანა მასუდ აზარი, პაკისტანში განთავსებული ისლამისტური ჯგუფის ლიდერი, მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციამ საკუთარ თავზე იკისრა თებერვალში ქაშმირში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 40 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა.

აზარის თაობაზე გაეროს სანქციების კომიტეტი 1 მაისს გამოვიდა განცხადებით. აზარი ხელმძღვანელობს ჯაიშ-მუჰამადის სახელით ცნობილ ორგანიზაციას, რომელსაც ალ-ყაიდასთან აქვს კავშირი. სანქციები ითვალისწინებს აზარის ქონების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და ემბარგოს იარაღზე. საკუთრი ჯაიშ-მუჰამადი გაერომ 2001 წელს დაუმატა გლობალური ტერორის სიას.

ორგანიზაცია აზარმა შექმნა, მას შემდეგ, რაც 1999 წელს გამოუშვეს ინდოეთის ციხიდან, ყანდაარიდან გატაცებული, ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავის 155 მგზავრის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG