Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია გახარიას: როდის მიიღეთ პანკისის ჰესთან დაკავშირებული კომპრომისული გადაწყვეტილება?


როდის გადაწყვიტეთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობას დაუთმობდით და თუკი 90% არ იყო ჰესის მშენებლობის მომხრე, ჰესი არ აშენდებოდა, - ეს შეკითხვა „ევროპული საქართველოს“ წარმოადგენელმა დეპუტატმა დაუსვა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს, გიორგი გახარიას 2 მაისს, პარლამენტის სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში.

„როდის გადაწყვიტეთ, ბატონო გიორგი, რომ დაუთმობდით ადგილობრივ მოქალაქეებს და 90% იმ სოფლის, იმ რეგიონის თუ არ დაეთანხმებოდა, ჰესი აღარ აშენდებოდა? ეს პრინციპი რომ შეგეთავაზებინათ, როდის გადაწყვიტეთ? ოპერაციამდე თუ ოპერაციის შემდეგ?

თუ ოპერაციამდე გადაწყვიტეთ, რატომ არ უთხარით ხალხს და საზოგადოებას, თუ მერე გადაწყვიტეთ, ჩემი კითხვა შემდეგია - პოლიციის რამდენი მანქანა უნდა დაწვან და რა ძალადობას უნდა მიმართონ, რომ ასეთ დათმობაზე წახვიდეთ? რა გზავნილია ეს?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90% იქნება მომხრე. ამასთან შს მინისტრმა პირობა დადო, რომ დაისჯება ყველა, ვინც 21 აპრილის ინციდენტის დროს კანონი დაარღვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG