Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის სასაზღვრო დაცვამ ირანის ტანკერს დახმარება აღმოუჩინა წითელ ზღვაში


საუდის არაბეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა სასაზღვრო დაცვამ დახმარება აღმოუჩინა ირანის ტანკერს, „ჰეპინეს ერთს,“ რომელმაც ავარია განიცადა წითელ ზღვაში, ნავსადგურ ჯიდასთან, სანაპიროდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში.

საუდის არაბეთმა გამოთქვა შიში, რომ ტანკერიდან შეიძლება ნავთობი ჩაიღვაროს ზღვაში. ამავე ცნობით, რომელიც 2 მაისით თარიღდება, დილით ადრე სანაპირო დაცვამ მიიღო შეტყობინება ტანკერიდან, რომ ძრავის უწესივრობის გამო ტანკერზე კონტროლს კარგავდნენ.

ირანის ოფიციალური ცნობით, ინციდენტი მოხდა 30 აპრილს, როცა ტანკერი „ჰეპინეს ერთი“ სუეცის არხისკენ იყო გზად, როცა ძრავის ნაწილში წყალი შევიდა. ამ ცნობას სააგენტო ირნა ავრცელებს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, ეკიპაჟის 26 წევრი, რომელთა შორის 26 ირანელი და ორი ბანგლადეშელია, უსაფრთხოდ არიან და კეთდება ყველაფერი, რათა თავიდან იქნეს აცილებული გარემოს დაბინძურება.

ცნობებით, არა დაზუსტებული, სად იმყოფებიან ეკიპაჟის წევრები და ჩაიღვარა თუ არა ნავთობი წყალში. ირანის ნავთობის სააგენტოს თანახმად, წითელ ზღვაში ნავთობის ჩაღვრა არ მომხდარა.

საუდის არაბეთი, უპირატესად სუნიტი არაბები დასახლებული სამეფო და ირანის ისლამური რესპუბლიკა, შიიტური ქვეყანა, რეგიონის დაპირისპირებულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ. მათ შორის 2016 წელს გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა.

XS
SM
MD
LG