Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ რუსეთს მოუწოდა, დააბრუნოს უკრაინის საზღვარზე კონტროლი


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა, დაუბრუნოს უკრაინას საზღვარზე კონტროლი.

განცხადება ზელენსკიმ გაავრცელა ფეისბუკით. ზელენსკი წერს, რომ დიდხანს იფიქრა უკრაინასა და რუსეთს შორის საერთოს თაობაზე. უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსსა და უკრაინელ ერებს შორის ბევრი საერთოა და ილაპარაკა ორი ქვეყნის მოსახლეობის ერთიანი მოქალაქეობის თაობაზე.

ზელენსკის თქმით, ყირიმის ანექსიის და დონბასში აგრესიის შემდეგ „ორ ქვეყანას შორის „საერთო“ მხოლოდ საზღვარი დარჩა, და რომ რუსეთმა უკრაინის მხარის ყოველი მილიმეტრის კონტროლი უნდა დააბრუნოს.

„მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ საერთოს ძიებას“, წერს უკრაინის პრეზიდენტად არჩეული შოუმენი ფეისბუკში.

„ნავთობ პროდუქტებზე აკრძალვა, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის რუსეთის პასპორტების მიცემა, უკრაინელების დატყვევება ოდნავაც ვერ აახლოებს ორი ქვეყნის ურთიერთობების მოგვარებას. ამ ურთიერობას ძმურს ნამდვილად ვერ უწოდებ, აცხადებს ზელენსკი.

XS
SM
MD
LG