Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ვენესუელის ხალხის სასტიკი რეპრესია სწრაფად უნდა დასრულდეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ხალხის „სასტიკი რეპრესია“ სწრაფად უნდა დასრულდეს. განცხადება ტრამპმა 2 მაისს თეთრს სახლში, ლოცვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მოწოდება სამხედრო ამბოხისკენ, როგორც ჩანს, წარუმატებელი გამოდგა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა შეთანხმებას, რომელსაც მიაღწიეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ იმის შესახებ, რომ განიხილონ ვითარება ვენესუელაში.

აშშ-ის ოფიციალური ცნობით, ორი დიპლომატი საკითხთა ფართო სპექტრს შეეხება, როცა არქტიკის საბჭოს შეხვედრის გარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს ფინეთის ქალაქ როვანიემიში.

შეთანხმების მიღწევამდე ლავროვმა უარყო აშშ-ის ოფიციალურ პირთა განცხადება, რომ მოსკოვმა დაიყოლია ვენესუელის პრეზიდენტი მადურო დარჩენილიყო ქვეყანაში მიუხედავად მის საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა.

შეიარაღებულმა ძალებმა 1 მაისს ცრემლმდენი გაზი გაუშვეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, როცა დემონსტრანტები ცდილობდნენ საჰაერო ბაზასთან მდებარე გზის ბლოკირებას კარაკასის აღმოსავლეთში, სადაც გუაიდო გამოვიდა მადუროს წინააღმდეგ სამხედრო ამბოხების მოწოდებით. დემონსტრანტების ნაწილი აცხადებდა, რომ იმედგაცრუებულია არმიის მხრიდან გუაიდოს მოწოდების გაუთვალისწინებლობით, სხვები დემონსტრაციის შედარებით მცირე ზომით იყვნენ უკმაყოფილო.

მადურო გუაიდოს გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.

2018 წელს არჩეულ პრეზიდენტს, მადუროს მხარს უჭერენ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და კუბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG