Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში არჩევნებზე 5 ათასი დამკვირვებლის მობილიზებას აპირებს


ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის უპრეცედენტო რაოდენობით დამკვირვებლების მობილიზებას გეგმავს.

მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მუნიციპალიტეტს და მთლიანად ქვეყანას მოპარეს პრეზიდენტის არჩევნები, ამიტომ 19 მაისის კენჭისყრის დღისთვის ხმების დაცვის სისტემას აამოქმედებენ.

ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებს დააკვირდება 5 ათასამდე ადამიანი, რომლებიც გააკონტროლებენ საარჩევნო პროცედურებს და უბნებს როგორც შიგნით, ისე გარეთ, რადგან ბეჟაშვილის თქმით, სწორედ გარეთ ხდება ადამიანების დაშინება და მოსყიდვა.

„ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ მოქალაქეთა თითოეულ ხმას დაიცავს

„გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერის არჩევნებს არ უყურებს როგორც რიგითი ქალაქის ხელმძღვანელის არჩევნებს. ეს ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე რიგითი არჩევნები. ჩვენი აზრით, ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს საქართველოს გამარჯვება. ზუგდიდმა უნდა აჩვენოს მთელ საქართველოს, რომ განსხვავებული, ოპოზიციური აზრის გამარჯვებით შესაძლებელია ქვეყანაში წინსვლის დაწყება", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის 16 კანდიდატია რეგისტრირებული. 13 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური ორგანიზაციების და 3 საინიციატივო ჯგუფების მიერ.

ზუგდიდის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა "ქართული ოცნებიდან" 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ის ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG