ავღანეთის დიდი ყრილობა, ლოია ჯირგა, რომელშიც პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და ეთნიკური ლიდერები მონაწილეობდნენ, 3 მაისს გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლად შეწყდეს ცეცხლი, რამაც ხელი უნდა შეეწყოს 20 წლიანი კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას. დაახლოებით 3200 წარმომადგენელი, რომლებიც ათობით ცალკეულ კომისიაში არიან გაერთიანებული, ავღანეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში. ლოია ჯირგას დელეგატები ოთხი დღის განმავლობაში იმსჯელებენ სადაც სამშვიდობო მოწესრიგების გზებზე, ასევე ამ პროცესში თალიბების მონაწილეობით ავღანეთის ფარგლებს გარეთ მიმდინარე შეხვედრის მიზანშეწონილობაზე.
ავღანეთის სახელმწიფო მაუწყებლის „RTA World“-ის ცნობით, ლოია ჯირგა გამოვიდა ტყვეების გაცვლისა და თალიბებისათვის ავღანეთში ოფისის გახსნის მოწოდებით.
დიდი ყრილობის მონაწილეებმა ასევ აღნიშნეს, რომ ავღანეთის მთავრობას ცენტრალური როლის უნდა ეკუთვნოდეს საერთაშორისო საზოგადოების შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.